Saturday 26 October 2013

ტრენინგის მესამე დღე


ტრენინგის მესამე დღე წინა შეხვედრაზე განვლილი საკითხების გახსენება შეჯამებით დაიწყო, გავიხსენეთ განვლილი და გადავედით ახალ მასალაზე, ჩვენს მიერ განსახორციელებელ პროექტს მოვარგეთ საგნობრივი სტანდართები და შევინახეთ ჩევნს მიერ შექმილ პროექტის პორტფოლიოში, შემდეგ გავეცანით პროექტის ირგვლივ დასასმელ სამი ტიპის კითხვებს ზოგადს, თემატურს და შინაარსობრივს. გადავხედეთ ნიმუშებს და ჩვენს პროექტს მოვარგეთ კითხვები. შემდეგ ტრენერმა ტექნიკურად გვაჩვენა იმეილის ონლაინში დოკუმენტის შექმნა და გაზიარება, სადაც ორ ან რამდენიმე მასწავლებელს ერთდროულად, ერთმანეთის ნამუშევრებზე დაკვირვებით შეუძლიათ მუშაობა.  ბოლოს ჩვენი საქაღალდე კვლავ ავტვირთეთ გუგლ დრაივში და ბლოგზე  დავწერეთ განვლილი დღის შემაჯამებელი ანგარიში.

No comments:

Post a Comment