Saturday 19 October 2013

ინტელის სასწავლო კურსი-ტრენინგის პირველი დღე.

ტრენინგის დასახელება: "ინტელის სასწავლო კურსი".

ჩატარების ადგილი:გორის VII საჯარო სკოლა.

ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ტრენერი: ქეთინო ცერაძე

ტრენინგის პირველი დღე: 19.10.2013

    როდესაც მეორე დონი  ტრენინგს  გავდიოდი,  ტრენერმა  ქალბატონმა  ქეთინო
ცერაძემ  გვითხრა,  რომ  იგეგმებოდა  მესამე  დონის  ეგრეტწოდებული  "ინტელის"  ტრენინგი,  რომლის  განმავლობაშიც მასწავლებლები დაწვრილებით გაივლიდნენ  პროექტზე დაფუძვნებული სწავლების ყოველ  ნიუანსს.  მაშინვე ძალიან  მინდოდა ამ  ტრენინგზე  მოხვედრა  და  როდესაც  ქალბატონმა  ქეთინომ  დამირეკა და მითხრა, რომ  პირველი  ჯგუფის სიაში  ვიყავი  ძალიან  გამეხარდა.პირველ რიგში იმიტომ, რომ პრობლემაზე  დაფუძვნებული სწავლება უახლესი მეთოდია და მეორე -   ქალბატონი  ქეთინოს  მიერ  ჩატარებული  ყველა  ტრენინგი  ყოველთვის  საინტერესო  და  მრავლის მომცველია.
    ტრენინგის  პირველი  დღე  საიტერესოდ  დაიწყო,გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, ტრენინგის ძირითად მიზანს,ამოცანებს, 21-ესაუკუნის უნარჩვევებს და მის განვითარებას მოსწავლეებში.
    შევედით ტრენერის ბლოგიდან ინტელის ვიუერში და გავეცანით ტრენინგის მასალას, ვისწავლეთ როგორ მოვნიშნოთ ჩვენთვის მინსვნელოვანი მასალა და როგორ შევინახოთ დასკტოპზე მითითებულ საქაღალდეში, შევქმენით საქაღალდე დესკტოპზე. შემდეგ დავათვალიერეთ და გავეცანით სხვა მასწავლებლების მიერ შექმნილ პროექტებს, ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები პროექტების შესახებ.
    შინაარსობრივი მხარის გაცნობის შემდეგ გავეცანით ტექნიკურ მხარეს-შევედით ჯმაილზე, გავიხსენეთ გუგლდრაივი, სადაც შევინახეთ ჩვენი საქაღალდე. სამუშაო დღის ბოლოს  შევაჯამეთ განვლილი დრე.

No comments:

Post a Comment