Saturday 26 October 2013

ტრენინგის მესამე დღე


ტრენინგის მესამე დღე წინა შეხვედრაზე განვლილი საკითხების გახსენება შეჯამებით დაიწყო, გავიხსენეთ განვლილი და გადავედით ახალ მასალაზე, ჩვენს მიერ განსახორციელებელ პროექტს მოვარგეთ საგნობრივი სტანდართები და შევინახეთ ჩევნს მიერ შექმილ პროექტის პორტფოლიოში, შემდეგ გავეცანით პროექტის ირგვლივ დასასმელ სამი ტიპის კითხვებს ზოგადს, თემატურს და შინაარსობრივს. გადავხედეთ ნიმუშებს და ჩვენს პროექტს მოვარგეთ კითხვები. შემდეგ ტრენერმა ტექნიკურად გვაჩვენა იმეილის ონლაინში დოკუმენტის შექმნა და გაზიარება, სადაც ორ ან რამდენიმე მასწავლებელს ერთდროულად, ერთმანეთის ნამუშევრებზე დაკვირვებით შეუძლიათ მუშაობა.  ბოლოს ჩვენი საქაღალდე კვლავ ავტვირთეთ გუგლ დრაივში და ბლოგზე  დავწერეთ განვლილი დღის შემაჯამებელი ანგარიში.

Sunday 20 October 2013

ტრენინგის მეორე დღე



    ტრენინგის მეორე დღეწინა წინა შეხვედრაზე განვლილი მასალის გახსენაბა შეჯამებით დაიწყო. შემდეგ შევედით ინტელის სასწავლო კურსის ვებგვერდზე და დავათვალიერეთ პროექტის პუბლიკაციის მომზადებას, ვნახეთ სხვა მსაწვლებლების მიერ დამზადებული პროექტის პუბლიკაციები, განსაკუთრებით მომეწონა ქიმიის მასწავლებლის მიერ დამზედებული პუბლიკაცია, წინასწარ მოფიქრებული პროექტის თემის სესახებ დავამზადეთ პუბლიკაციები.მე მოფიქრებული მქონდა პროექტის თემად: "როგორ ზეიმობენ ახალ წელს ინგლუსურად მოლაპარაკე ქვეყნები". ნიმუშის მიხედვით დავამზადე პროექტის პუბლიკაცია და გადავიტანე წინასწარ ჩემს მიერ მომზადებულ პროექტის პორტფოლიოს დამხმარე მასალებში.
    შემდეგ ტრენერმა ვორდის დოკუმენთში ტექნიკურად გვასწავლა როგორ დავამზადოთ პუბლიკაცია, გავიხსენეთ ვორდის დოკუმენტის ინსტრუმენტები. შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების დადება და გვერდების ჩასმა. სამუშაო დღის ბოლოს შევაჯამეთ გნავლილი მასალა და დავწერეთ მეორე დღის ანგარიში.

Saturday 19 October 2013

ინტელის სასწავლო კურსი-ტრენინგის პირველი დღე.

ტრენინგის დასახელება: "ინტელის სასწავლო კურსი".

ჩატარების ადგილი:გორის VII საჯარო სკოლა.

ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ტრენერი: ქეთინო ცერაძე

ტრენინგის პირველი დღე: 19.10.2013

    როდესაც მეორე დონი  ტრენინგს  გავდიოდი,  ტრენერმა  ქალბატონმა  ქეთინო
ცერაძემ  გვითხრა,  რომ  იგეგმებოდა  მესამე  დონის  ეგრეტწოდებული  "ინტელის"  ტრენინგი,  რომლის  განმავლობაშიც მასწავლებლები დაწვრილებით გაივლიდნენ  პროექტზე დაფუძვნებული სწავლების ყოველ  ნიუანსს.  მაშინვე ძალიან  მინდოდა ამ  ტრენინგზე  მოხვედრა  და  როდესაც  ქალბატონმა  ქეთინომ  დამირეკა და მითხრა, რომ  პირველი  ჯგუფის სიაში  ვიყავი  ძალიან  გამეხარდა.პირველ რიგში იმიტომ, რომ პრობლემაზე  დაფუძვნებული სწავლება უახლესი მეთოდია და მეორე -   ქალბატონი  ქეთინოს  მიერ  ჩატარებული  ყველა  ტრენინგი  ყოველთვის  საინტერესო  და  მრავლის მომცველია.
    ტრენინგის  პირველი  დღე  საიტერესოდ  დაიწყო,გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, ტრენინგის ძირითად მიზანს,ამოცანებს, 21-ესაუკუნის უნარჩვევებს და მის განვითარებას მოსწავლეებში.
    შევედით ტრენერის ბლოგიდან ინტელის ვიუერში და გავეცანით ტრენინგის მასალას, ვისწავლეთ როგორ მოვნიშნოთ ჩვენთვის მინსვნელოვანი მასალა და როგორ შევინახოთ დასკტოპზე მითითებულ საქაღალდეში, შევქმენით საქაღალდე დესკტოპზე. შემდეგ დავათვალიერეთ და გავეცანით სხვა მასწავლებლების მიერ შექმნილ პროექტებს, ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები პროექტების შესახებ.
    შინაარსობრივი მხარის გაცნობის შემდეგ გავეცანით ტექნიკურ მხარეს-შევედით ჯმაილზე, გავიხსენეთ გუგლდრაივი, სადაც შევინახეთ ჩვენი საქაღალდე. სამუშაო დღის ბოლოს  შევაჯამეთ განვლილი დრე.