Saturday 16 November 2013

ტრენინგის მეცხრე დღე

    ტრენინგის მეცხრე დღე დაიწყო საინტერესოდ, კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ პროექტის პორტფოლიოს და ავტვირთეთ ჯიმეილის დრაივში. შემდეგ ონტელის ბლოგზე დავდეთ გაჯეტად და კიდევ ერთხელ გადავხედეთ უკვე ბლოგზე განთავსებულ პროექტის პორტფოლიოს.
    შემდეგ გავაკეთეთ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია და დავწერეთ რეფლექსია ბლოგზე. ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის ამ ტრენინგის გავლა. ეს არის შემთხვევა როცა სასარგებლოს თან ერთვის სასიამოვნო!!! მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთინოს ასეთი დიდი დახმარებისთვის.

ტრენინგის მერვე დღე

     ტრენინგის მერვე დღე დაიწყო წინა სესიაზე განვლილი მასალის მიმოხილვით, შემდეგ გავხსენით ვიუერი და დავათვალიერეთ პროექტების ფასილიტაციის ნიმუშები, შემდეგ შევქმენი ჩემი პროექტის ფასილიტაცია პაუერ პოინტში და ჩავაგდე საქაღალდეში "დამხმარე".
    შემდეგ დეტალურად დავათვალიერეთ ჩევინი პროექტის საქაღალდეები და შევამოწმეთ ჩეკლისტის მიხედვით ყველა დოკუმენტის არსებობა, მოვინიშნე ხარვეზები და საქაღალდე გავიგზავნე ჯიმეილზე. ბოლოს დავწერე ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია.

Sunday 10 November 2013

ტრენინგის მეშვიდე დღე

     ტრენინგის მორიგი შეხვედრა დაიწყო წინა სესიის მიმოხილვით, შემდეგ გავხსენით ვიუერი და ვნახეთ პროექტების ნიმუშები სადაც მოცემული იყო განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შესასრულებელი დავალებები, მე განსაკუთრებით მომეწონა პროექტ "წილადების" სსს მოსწავლეებისთვის განკუთვნილი დავალების ნიმუში,  შემდეგ ჩემი პროექტის მიზნის მიხედვით შევქმენი სუსტი მოსწავლისთვის პროექტის განმავლობაში შესავსები დავალების ნიმუში და მოვათავსე პროექტის პორტფოლიოს საქაღალდეში სახელწოდებით დამხმარე.  შემდეგ შევავსეთ პროექტის გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი "პროექტის შინაარსი".
     ჩვეულებისამებრ  შეხვერის მეორე ნაწილი იყო ტექნიკური ხასიათის კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ ბლოგი და ჯიმელის ინსტრუმენტები.

Friday 8 November 2013

ტრენინგის მეექვსე დღე.



    ტრენინგის მეექვსე დღე დაიწყო სასიამოვნოდ, გავიხსენეთ წინა სესიაზე განვლილი მასალა, შემდეგ გავხსენით ვიუერი, მიმოვიხილეთ მეხუთე მოდული, დავათვალიერეთ მოსწავლის ნამუშევრების შეფასების რუბრიკები და დავამზადეთ ჩვენი პროექტების მიხედვით მოსწავლის ნამუშევრების  შეფასების რუბრიკები, რომლებიც მოვათავსეთ პროექტის პორტფოლიოში.
    შემდეგ გადავედით ტრენინგის ტექნიკურ მხარეზე და მიმოვიხილეთ ფოსტის პიკასა ალბომი. შევედით picasaweb.com-ზე, შევქმენით პროექტის ფოტო ალბომი, გავხადეთ ალბომი საჯარო და  embed კოდი ჩავსვით მოსწავლის ბლოგზე gadget ად HtML-ით. ვნახეთ სურათის დამატება, წაშლა პიკასა ალბომში. ბოლოს შევაჯამეთ განვლილი სესია და დავწერეთ თრენინგის რეფლექსია.

ტრენინგის მეხუთე დღე

   ტრენინგის მეხუთე დღე დაიწყო განვლილ სესიაზე მიმოხილული თემების გახსენებით, შემდეგ გავხსენით ვიუერი და დავათვალიერეთ  მოსწავლის ბლოგის ნიმუშები, შემდეგ დავამზადეთ საკუთარი, მიმოვიხილეთ საავტორო უფლებები და ვიმუშავეთ ბლოგის ინსტრუმერნტებზე.

Saturday 2 November 2013

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მორიგი სესია დაიწყო წინა სეხვედრაზე განვლილი საკითხების მიმოხილვიტ, გავიხსენეთ წინა სესიაზე განხილული საკითხები როგორც თეორიული ისე ტექნიკური თვალსაზრისით.
შემდეგ განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასება;
  შეფასების ხუთი მიზანი;
 შაევადგინეთ პროექტის მოკლე გეგმები;
 გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი;

 დავამზადეთ პროექტის პრეზენტაცია პაუერ პოინტში.

Saturday 26 October 2013

ტრენინგის მესამე დღე


ტრენინგის მესამე დღე წინა შეხვედრაზე განვლილი საკითხების გახსენება შეჯამებით დაიწყო, გავიხსენეთ განვლილი და გადავედით ახალ მასალაზე, ჩვენს მიერ განსახორციელებელ პროექტს მოვარგეთ საგნობრივი სტანდართები და შევინახეთ ჩევნს მიერ შექმილ პროექტის პორტფოლიოში, შემდეგ გავეცანით პროექტის ირგვლივ დასასმელ სამი ტიპის კითხვებს ზოგადს, თემატურს და შინაარსობრივს. გადავხედეთ ნიმუშებს და ჩვენს პროექტს მოვარგეთ კითხვები. შემდეგ ტრენერმა ტექნიკურად გვაჩვენა იმეილის ონლაინში დოკუმენტის შექმნა და გაზიარება, სადაც ორ ან რამდენიმე მასწავლებელს ერთდროულად, ერთმანეთის ნამუშევრებზე დაკვირვებით შეუძლიათ მუშაობა.  ბოლოს ჩვენი საქაღალდე კვლავ ავტვირთეთ გუგლ დრაივში და ბლოგზე  დავწერეთ განვლილი დღის შემაჯამებელი ანგარიში.

Sunday 20 October 2013

ტრენინგის მეორე დღე



    ტრენინგის მეორე დღეწინა წინა შეხვედრაზე განვლილი მასალის გახსენაბა შეჯამებით დაიწყო. შემდეგ შევედით ინტელის სასწავლო კურსის ვებგვერდზე და დავათვალიერეთ პროექტის პუბლიკაციის მომზადებას, ვნახეთ სხვა მსაწვლებლების მიერ დამზადებული პროექტის პუბლიკაციები, განსაკუთრებით მომეწონა ქიმიის მასწავლებლის მიერ დამზედებული პუბლიკაცია, წინასწარ მოფიქრებული პროექტის თემის სესახებ დავამზადეთ პუბლიკაციები.მე მოფიქრებული მქონდა პროექტის თემად: "როგორ ზეიმობენ ახალ წელს ინგლუსურად მოლაპარაკე ქვეყნები". ნიმუშის მიხედვით დავამზადე პროექტის პუბლიკაცია და გადავიტანე წინასწარ ჩემს მიერ მომზადებულ პროექტის პორტფოლიოს დამხმარე მასალებში.
    შემდეგ ტრენერმა ვორდის დოკუმენთში ტექნიკურად გვასწავლა როგორ დავამზადოთ პუბლიკაცია, გავიხსენეთ ვორდის დოკუმენტის ინსტრუმენტები. შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების დადება და გვერდების ჩასმა. სამუშაო დღის ბოლოს შევაჯამეთ გნავლილი მასალა და დავწერეთ მეორე დღის ანგარიში.

Saturday 19 October 2013

ინტელის სასწავლო კურსი-ტრენინგის პირველი დღე.

ტრენინგის დასახელება: "ინტელის სასწავლო კურსი".

ჩატარების ადგილი:გორის VII საჯარო სკოლა.

ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ტრენერი: ქეთინო ცერაძე

ტრენინგის პირველი დღე: 19.10.2013

    როდესაც მეორე დონი  ტრენინგს  გავდიოდი,  ტრენერმა  ქალბატონმა  ქეთინო
ცერაძემ  გვითხრა,  რომ  იგეგმებოდა  მესამე  დონის  ეგრეტწოდებული  "ინტელის"  ტრენინგი,  რომლის  განმავლობაშიც მასწავლებლები დაწვრილებით გაივლიდნენ  პროექტზე დაფუძვნებული სწავლების ყოველ  ნიუანსს.  მაშინვე ძალიან  მინდოდა ამ  ტრენინგზე  მოხვედრა  და  როდესაც  ქალბატონმა  ქეთინომ  დამირეკა და მითხრა, რომ  პირველი  ჯგუფის სიაში  ვიყავი  ძალიან  გამეხარდა.პირველ რიგში იმიტომ, რომ პრობლემაზე  დაფუძვნებული სწავლება უახლესი მეთოდია და მეორე -   ქალბატონი  ქეთინოს  მიერ  ჩატარებული  ყველა  ტრენინგი  ყოველთვის  საინტერესო  და  მრავლის მომცველია.
    ტრენინგის  პირველი  დღე  საიტერესოდ  დაიწყო,გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, ტრენინგის ძირითად მიზანს,ამოცანებს, 21-ესაუკუნის უნარჩვევებს და მის განვითარებას მოსწავლეებში.
    შევედით ტრენერის ბლოგიდან ინტელის ვიუერში და გავეცანით ტრენინგის მასალას, ვისწავლეთ როგორ მოვნიშნოთ ჩვენთვის მინსვნელოვანი მასალა და როგორ შევინახოთ დასკტოპზე მითითებულ საქაღალდეში, შევქმენით საქაღალდე დესკტოპზე. შემდეგ დავათვალიერეთ და გავეცანით სხვა მასწავლებლების მიერ შექმნილ პროექტებს, ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები პროექტების შესახებ.
    შინაარსობრივი მხარის გაცნობის შემდეგ გავეცანით ტექნიკურ მხარეს-შევედით ჯმაილზე, გავიხსენეთ გუგლდრაივი, სადაც შევინახეთ ჩვენი საქაღალდე. სამუშაო დღის ბოლოს  შევაჯამეთ განვლილი დრე.